Search

თორნიკე კუჭაშვილის ბლოგი

ყველაზე აქტუალური თემების ანალიზი

მართმადიდებლური ეკლესია 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.

იმ წელს, როცა ქართლის სამეფო ტახტზე ადრეკი ავიდა, მცხეთაში ხმა გავარდა, იერუსალიმი სპარსელებმა დაიპყრესო. გლოვამ და წუხილმა მოიცვა ქართველი ჰურიანი, მაგრამ გამოხდა მცირე ხანი და ყველანი დამშვიდდნენ – შეიტყვეს, რომ „სპარსნი დასაპყრობად კი არ მოსულან იერუსალიმსა, არამედ საჭურველის ნაცვლად მოჰქონდათ სამეუფო ოქრო, მაკურნებელი მური და სურნელოვანი გუნდრუკი და ეძიებდნენ დავითის ტომის ყრმას. იპოვეს კიდეც მწირი ერთი, მწირი დედაკაცისაგან შობილი უდროო დროს და უადგილო ადგილას. იმ ყრმას სცეს თაყვანი და შესწირეს ძღვენი“.

გავიდა ოცდაათი წელი. ანა მღვდელთმთავარმა მოციქული გამოაგზავნა მცხეთელ ურიებთან: „რომლისათჳს იგი მოვიდეს მოგუნი და შესწირეს ძღვენი, აღზრდილ არს იგი და იტყჳს თავსა თჳსსა ძედ ღმერთისა და სხუასა რასმე ახალსა სჯულსა გჳქადაგებს და აწ წარმოგჳვლენია მოციქულნი ყოველთა თანა ჰურიათა, რათა მოვიდნენ მეცნიერნი სჯულისანი. მოვედით უკვე ყოველნივე მოსეს სჯულისა თანამდებნი და განვაბჭოთ მას ზედა“. (orthodoxy.ge)

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი – XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი.
ლეგენდის მიხედვით, იესო ქრისტეს კვართი წილად ხვდათ მცხეთელ ებრაელებს,ელიოზსა და ლონგინოზს, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდნენ. ელიოზმა სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას, მართლმორწმუნე სიდონიას გადასცა, რომელმაც კვართი მკერდზე მიიხუტა და სული განუტევა. ელიოზმა თავისი და კვართითურთ დაკრძალა. საფლავზე ამოსულა მშვენიერი ხე, რომელიც ოთხი საუკუნის შემდეგ მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად მოუჭრიათ ხუროებს, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი, მ.შ. ერთი, სახილველად საკვირველი და სასწაულმოქმედი, ვერ აღუმართავთ. იგი მხოლოდ წმ. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. აქ აშენდა სვეტიცხოვლის ტაძარიც. (ka.wikipedia.org)  

დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაკონსტანტინე გამსახურდიას ისტორიული რომანი.

რომანს საფუძვლად უდევს სვეტიცხოვლის მშენებლობის ნახევრად ლეგენდური ისტორია. მთავარი მოქმედი პირები არიან მეფე გიორგი I და სვეტიცხოვლის ხუროთმოძღვარი კონსტანტინე არსაკიძე.

ფილმი “დიდოსტატის მარჯვენა”–> https://www.youtube.com/watch?v=kvOxfhzQdC0

2013112416451156827

Advertisements

რატომ კერძო სკოლა?!

ალბათ ყველას აინტერესებს, რომელ სკოლაში დაყავთ შეძლებულ ადამიანებს საკუთარი შვილები.

როგორ ხასიათდება პრესტიჟული სკოლის სპეციფიკა და რა მიდგომებით მიმდინარეობს სწავლა , ამ ყოველივეს ჩემი სტატიიდან შეიტყობთ.

სკოლა “მწიგნობართუხუცესი” ერთერთი საგანმანათლებლო აღმავლობის მწვერვალია საქართველოში და ცნობილი ადამიანები,პარლამენტარები თუ სხვა მაღალი ავტორიტეტის მქონე პირებიც უპირატესობას სწორედ მას ანიჭებენ.

ლიცეუმი “მწიგნობართუხუცესი” 20 წლის მანძილზე განვითარების შედეგად ერთ-ერთ საუკეთესო საგანმანათლებლო კერად ჩამოყალიბდა, 2010 წელს განათლების სამინისტრომ წლის საუკეთესო სკოლად აღიარა. სკოლაში სწავლობს 1294 მოსწავლე.

არანაკლები პოპულარობით სარგებლობს კერძო სკოლა “კანდიდი” ,რომელის გლდანი–ნაძალადევის რაიონში ერთერთი წამყვანი სკოლად ითვლება.
საშუალო სკოლა “კანდიდს” აქვს კარგი დინამიკა, ჰყავს ზრდადი კონტიგენტი. ამასთანავე სკოლა ფუნქციონირებს ორ სხვადასხვა კორპუსში, რომელთაგანაც ერთი-დაწყებითი საფეხურის, ემსახურება დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს, კონკრეტულად I-IV კლასებს და მეორე- ადმინისტარაციული V-XII კლასებს.
სკოლა არის კერძო სკოლების ასოციაციის წევრი. იგი აქტიურად მონაწილეობს ასოციაციის საქველმოქმედო ღონისძიებებში. ჩვენი სკოლის მოსწავლეები სისტემატიურად ღებულობენ მონაწილეობას სხვადასხვა ოლიმპიადებსა და კონკურსებში.
სკოლა მზრუნველობას უწევს სოციალურად დაუცველ ობოლ ბავშვებს, რითაც საშუალებას აძლევს ყველა მოსწავლეს თანაბარ პირობებში ისწავლოს-მაღალ დონეზე.
სკოლაში შექმნილია გახანგრძლივებული ჯგუფები(V-VIკლასებში) და გაკვეთილების სწავლა ადგილზე ხდება.
სკოლას ჰყავს ფსიქოლოგი, რომელიც ბავშვებთან მუშაობს როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური მუშაობის პრინციპით.

სკოლა “კაი ყმა”

ჩვენი სკოლა 1999 წელს ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ილიას უნივერსიტეტის საპატიო პროფესორმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ქალბატონმა იზა ჩანტლაძემ დააარსა. თავდაპირველად სკოლაში მხოლოდ დაწყებითი საფეხური იყო, მოგვიანებით კი სასწავლო პროცესი სამივე საფეხურზე გაგრძელდა. ამჟამად ”კაი ყმა” სასწავლო პროცესის, საგნობრივი მრავალფეროვნების, უცხო ენების გაძლიერებული სწავლებით, მცირეკონტიგენტიანი კლასების, პედაგოგთა მაღალი კვალიფიკაციისა და ბავშვებისთვის სასწავლო-შემოქმედებითი და გასართობი აქტივობების დანერგვის კუთხით სასკოლო სისტემაში ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს იკავებს

ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მოსწავლეების შიდასასკოლო, რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობას. მთელი წლის განმავლობაში ჩვენი მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა შეჯიბრებებში, ოლიმპიადებში, კონფერენცებში, პრეზენტაციებში, კონკურსებსა და კონცერტებში. სკოლაში ფუნქციონირებს წრეები, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვების შემოქმედებითი და ინტელექტუალური უნარების სტიმულირებასა და გამოვლენას. მოქმედებს გახანგძლივებული რეჟიმი და სკოლამდელი აღზრდის ცენტრი. მოსწავლეებს ემსახურება სასადილო ორჯერადი კვებით და ტრანსპორტი.

უახლოეს მომავალში ჩვენი სკოლა გადავა ახალ, საკუთარ, ორსართულიან, უახლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვილ შენობაში, სადაც მოსწავლეებს ყველა პირობა ექნებათ თანამედროვე ტიპის, სრულყოფილი განათლების მისაღებად.

სკოლას აქვს საკუთარი ჰიმნი, რომლის ტექსტის ავტორი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი დარეჯან კვანჭიანი, ხოლო მუსიკის ავტორი კომპოზიტორი კახა ცაბაძეა.

images

თინეიჯერული კომპლექსები

ქაოსურად მოძრაობის ხანაში ვცხოვრობთ,ამიტომაც ყოველდღიურად გვიწევს სხვადასხვა მიმართულებით სიარული,საზოგადოებრივი თუ ტრანსპორტის სხვა საშუალებებით. 

ვაწყდებით ათასობით ინდივიდს,რომელთა ინტერესის სფერო განსხვავებულია.

ასე მაგალითად,ბიჭს,ან გოგოს,რომელსაც ვერ აცვია ისე,როგორც მოდის ტენდენციებია ფესვებგადგმული. მოდის აგრესია. მშობლების გათამემებული ბიჭ–ბუჭებისა და გოგონებისაგან,ვითომდა გარკვეული საფეხურით მაღლა იდგნენ ვინმეზე. უმეტესად,ამას მოჰყვება ხოლმე თინეიჯერის ჩაკეტილობა საკუთარ თავთან,სევდანარევი საუბარი,ცინიზმით დატანჯული სახე და შიში სამყაროს დაუდევრობის მიმართ. 

ძალიან ბევრჯერ მიწევს ქალაქის ცენტრში სიარული. ირონიის იერარქია ცალსახად ჩანს,რომ უფრო მეტია,ვიდრე ადგილის ძიებაში დაკარგული პოზიტივი. შესაძლებელია,იყო პროვინციული აზროვნების,მაგრამ იუმორით გაგებული ეს ცნება ნებისმიერის პირიდან გაგონილი,ნამდვილად არ არის სასიამოვნო. ამიტომაც,მოვუწოდებ “გაჩითულ კაი ტიპებს” იყვნენ ბოლომდე “კაები” და ნუ შემოეპარებათ ნიკოტინიან ტუჩებზე დემონური სიცილი,რომელსაც ისე არ აქვს აზრი,როგორც მულტფილმში ბოროტი ჯადოქრის ხითხითს,მცირეწლოვანსაც,რომ არ ეცინება.

ბლოგერი –> თორნიკე კუჭაშვილი50035

“ციგნები” – ხალხი,რომელიც დედამიწამ გახიზნა

საოცარი კულტურა,ცეკვა,ენა,სიმღერა,გართობა და ამქვეყნიური ცხოვრებისთვის რთულად მისაღები საქციელი მათი ყოველდღიურობის ნაწილია.

გარეგნობით იშვიათი ბოშები, ხშირად ციგნებში, იგივე “აწინკნებში” ერევათ.

საქართველოში ისევე როგორც,სხვა ქვეყნებში, ბოშების ბაზარი ერთერთი მოთხოვნადი და შედარებით იაფია.

როგორც ისინი თავად ამბობენ,მათი ტრადიცია ქურდობაა.

ბოშები წარმოშობით ინდოეთიდან მომდინარე ეთნიკური ჯგუფია.სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემით ბოშათა რიცხვი მსოფლიოში 2,5 – 12 მილიონ ადამიანამდე მერყეობს. ისინი მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან.

ბოშები მთელ მშოფლიოში იბრძვიან თავიანთი სოციალური და კულტურული უფლებების დასაცავად, სურთ მათ მიმართ გულგრილად განწყობილ მსოფლიო საზოგადოებას საკუთარი დისკრიმინაციული და გაუსაძლისი მდგომარეობა დაანახონ.
საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, 1989 წელს საქართველოში რეგისტრირებული იყო სულ 1744 ბოშა. მათ შორის: თბილისში — მხოლოდ 53; აფხაზეთში — 412; აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში — 126; ქუთაისში — 251; რუსთავში — 32. მაგრამ ეს მონაცემები დღეს უკვე არ ასახავს რეალობას. 2002 წლის საქართველოს მოსახლეობის აღწერის მასალები ბოშების რაოდენობის შესახებ არაფერს გვაუწყებს.



2010 წელს ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის ხელშეწყობით განხორციელდა კვლევა თემაზე „ბოშათა და მოლდაველთა ეთნიკური ჯგუფები საქართველოში – ინტეგრაციის და სამოქალაქო ჩართულობის პრობლემა”. კვლევა ჩატარდა ქართველ მკლევართა ჯგუფის მიერ გიორგი სორდიას ხელმძღვანელობით.  ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოში ამჟამად დაახლოებით 750 ბოშა და 800 მოლდაველი ცხოვრობს. საველე სამუშაოების დროს მკვლევარები შეხვდნენ ქუთაისში და თბილისში მცხოვრებ 150 ქურთულენოვან მიგრანტს.  მიუხედავად მათი ეთნიკური, სოციალური და ლინგივსტური განსხვავებებისა, ამ ჯგუფებს ”ბოშებად” მოიხსენიებენ, რაც საქართველოს საზოგადოების ძირითადი ნაწილისგან იზოლირებული, მარგინალიზებული ეთნიკური ჯგუფების საერთო სახელს წარმოადგენს.

ბოშები და მოლდაველები განეკუთვნებიან ქვეყანაში ყველაზე მარგინალიზებულ და სოციალურად გამიჯნულ ეთნიკურ ჯგუფებს.  უკიდურესი სიღარიბე, უმუშევრობა, ჯანდაცვის მომსახურებისა და განათლების მიღების შეზღუდული ხელმისაწვდომობა, იზოლირება, ქართული ენის უცოდინრობა, სათანადო საბუთების არქონა (პირადობის მოწმობებისა და პასპორტების ჩათვლით)-ამ ჯგუფების ძირითადი პრობლემებია.  მათი სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართულობის დონე ძალიან დაბალია.  აღნიშნული ჯგუფების ძირითად ეკონომიკურ და სოციალურ საქმიანობას მათხოვრობა და წვრილმანი ვაჭრობა წარმოადგენს.  ისინი განსხვავებულ სოციალურ და ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობენ: უკიდურესი მარგინალიზაცია შეინიშნება თელავის და ქუთაისის (აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ქალაქები) ახლოს არსებულ დასახლებებში.  შედარებით უკეთესი მდგომარეობა დაფიქსირდა ლოტკინის დასახლებასა და სამგორში (თბილისის უბნები), სადაც ბოშები წვრილმან ვაჭრობას ეწევიან და ამის საშუალებით ოჯახებს არჩენენ.  ლენინოვკაში და ქობულეთში (საქართველოს რეგიონები), სადაც საზოგადოების მობილიზაციის, საზოგადოებრივი განვითარების და განათლებაზე ხელმისაწვდომობის დონე უკეთესია, მოცემულ ჯგუფებს სხვა საჭიროებები გააჩნია.  ვაჭრობა და შემოსავლის მიღება მათ ერთადერთ მიზანს აღარ წარმოადგენს.  მათ აგრეთვე სურთ, რომ მათმა შვილებმა ხარისხიანი განათლება მიიღონ და შეიძინონ პროფესიული უნარ-ჩვევები, რაც მათ სამუშაოს პოვნაში დაეხმარება.  განათლების და ტრენინგების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ხელი შეუწყო საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციებმა, რომლებიც ამ რეგიონებში განათლების მხარდამჭერ პროექტებს ახორციელებენ.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოშების შესახებ. იხილეთ ბმული;

ბოშები ქობულეთიდან იხილეთ ბმული;

the-gypsy-traveler_sexiest_gypsies(1)

,,პირველი” პირის შეხვედრა დიასპორასთან…….

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ამერიკაში მცხოვრები ქართველები ორმაგი მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოსაზრებით დაინტერესდნენ.
 
გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა დიასპორის ის მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები საქართველოს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ განვითარებაში ასრულებენ.
 
საუბარი ასევე შეეხო უცხოეთში ახალგაზრდების განათლების მიღების შესაძლებლობების გაზრდის, რეპატრიაციის საკითხსა და დიასპორის წარმომადგენლების სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივებს.
 
შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველი ემიგრანტების ხალხურმა ანსამბლმა „ფესვებმა“ პრეზიდენტის პატივსაცემად რეპერტუარიდან რამდენიმე საკონცერტო ნომერი შეასრულა. 
12047070_493683834133228_3551392264125175555_n

გაინტერესებთ რა პრობლემების წინაშე დგება თქვენი შვილი სწავლების სხვადასხვა საფეხურზე?! – “სასკოლო კვლევების ცენტრი” თქვენს გვერდით

1528650_455866497850620_1658840291_n
http://rustavi2.com/ka/video/8844?v=2

http://www.radiotavisupleba.ge/media/video/tavisuplebis-erti-saati/27249807.html

ჩამოვა თუ არა სააკაშვილი წინასაარჩევნოდ?! – ინტრიგების კორიანტელი

წყარო: კვირის პალიტრა

რატომ ვერ მიიღო ამ დრომდესაქართველოს იუსტიციის სამინისტრომ  უკრაინული მხარისგან ოფიციალური პასუხი იმის თაობაზე, რომ ოდესის გუბერნატორმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო?!

ღარიბაშვილის კარზე არც ინტრიგების ხლართვაა იშვიათი მოვლენა – ცალკეულ მინისტრებზე ღარიბაშვილს არასწორ ინფორმაციას აწვდიანო. მეტიც, მისივე განცხადებით, შიდა დაპირისპირებაში დაწინაურების ჟინით ანთებული უმრავლესობის ზოგიერთი ლიდერი და კონკრეტული მინისტრის მოადგილეებიც არიან ჩართულნი.

პრეზიდენტმა უშიშროების საბჭო მოიწვია, თუმცა პრემიერ-მინისტრმა ამაჯერადაც ვერ მოიცალა მასზე დასასწრებად… და ვიდრე ხელისუფლება შიდა გარჩევებით არიან დაკავებული, მათი ოპონენტები დროს არ კარგავენ – ნაწილი მოსკოვურ ვოიაჟებს განაგრძობს და ოკუპანტ ქვეყანასთან, კაცმა არ იცის, რა გარიგებებზე მიდის, ნაწილი კი აშკარად ქვეყნის შიგნით ბუნტის მოწყობაზე ოცნებობს… იმედი გვაქვს, არსებობს კიდევ ერთი ნაწილიც, რომელიც ქვეყნისთვის ძირის გამომხრელ პოლიტიკას არ ატარებს…

ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ოპოზიციურ ფლანგზე “ნაციონალურმა მოძრაობამ” მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის არათუ მზადება, უკვე გაწერილი გეგმის ეტაპობრივად შესრულების პროცესი დაიწყო… და რა ხდება ამ დროს ხელისუფლებაში? მმართველ გუნდში ჯერ კიდევ შიდა სამზარეულოს დასუფთავებით არიან დაკავებულნი.

საზოგადოების უმრავლესობა თანხმდება, რომ 2016 წელი ქვეყნისთვის როგორც საგარეო, ისე შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით გადამწყვეტი საარჩევნო წელი იქნება. იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში რუსული გავლენის გაძლიერებაზე თავად მინისტრთა კაბინეტის წევრები ალაპარაკდნენ, საპარლამენტო არჩევნების შედეგებით ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი, მათ შორის, იმედი ვიქონიოთ, რომ იმ მარადიულ კითხვასაც – გვეშველება თუ არა ოდესმე და ბოლოს და ბოლოს რამე?!

კოალიციაში რომ ელემენტარული კომუნიკაციის პრობლემა სულ უფრო ფართო მასშტაბს იღებს, საბოლოოდ, თამაზ მეჭიაურისა და “რესპუბლიკელების” დაპირისპირებით დადასტურდა. ცოტა ხნის წინ, გლდანის მაჟორიტარმა სოსო ჯაჭვლიანმა ისიც განაცხადა, პარტია “ქართული ოცნება” კოალიციისგან გამოსვლას და არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის გეგმასაც ამუშავებსო. თუმცა საეჭვოა, პარტიას, რომელიც ამ დრომდე სტრუქტურულად ვერ ჩამოყალიბდა და ვერც ადამიანური რესურსის დეფიციტი შეავსო, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა პრაგმატული თვალსაზრისით აწყობდეს. პარტიის შიგნით დისციპლინური პრობლემებია და საეჭვოა, ვითარების გამოსწორება თუნდაც ცნობილი ადამინების მიზიდვით შეძლონ…

ამ ეტაპზე საგანგაშო მაინც ისაა, რომ მნიშვნელოვანი გამოწვევების ფონზე, აზრთა მრავალფეროვნებას არც მინისტრთა კაბინეტში უჩივიან. მივა თუ არა საქმე სამთავრობო კრიზისამდე, ჯერ არავინ იცის, თუმცა ფაქტია- მთავრობაშიც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები გუნდურობის პრინციპის დეფიციტით მუშაობენ. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთმა მოქმედმა მაღალჩინოსანმა პირად საუბარში დაიჩივლა, სამინისტროებთან ურთიერთობისას კანცელარია განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევაო. მისი მტკიცებით, კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებისგან სამინისტროებმა მიიღეს დირექტივა, რომ თითქმის ყველა მნიშვნელოვანი საჯარო გამოსვლა სწორედ პრემიერის აპარატთან შეთანხმდეს.მაღალჩინოსანმა საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ ღარიბაშვილის კარზე არც ინტრიგების ხლართვაა იშვიათი მოვლენა – ცალკეულ მინისტრებზე ღარიბაშვილს არასწორ ინფორმაციას აწვდიანო. მეტიც, მისივე განცხადებით, შიდა დაპირისპირებაში დაწინაურების ჟინით ანთებული უმრავლესობის ზოგიერთი ლიდერი და კონკრეტული მინისტრის მოადგილეებიც არიან ჩართულნი. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, აღმასრულებელ ხელისუფლებას ახლო მომავალში სულ ცოტა 2 მინისტრი გამოეთიშოს…

სანამ მთავრობის კანცელარიაში პირად ურთიერთობებში გარკვევას ცდილობენ, ოპოზიცია მთელი წლის მოქმედების გეგმას პრაქტიკულად მისთვის იდეალურ პირობებში ზედმიწევნით მიჰყვება. ლარის გაუფასურება, ეკონომიკური კრიზისი, მედიის თავისუფლების ხარისხის თვალსაზრისით გაჩენილი კითხვები…- ერთი სიტყვით უამრავი საკითხია, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებს სრული პოლიტიკური კარტბლანშის შესაძლებლობას აძლევს.

მაგალითად, “ნაციონალურ მოძრაობაში” უკვე დანამდვილებით იციან, რომ წინასაარჩევნოდ კოალიციის შექმნა არცერთ თანამოაზრე პარტიასთან არ სურთ და იდეოლოგიურად თავსებად ძალასთან გაერთიანებას მხოლოდ მომავალ პარლამენტში შესვლის შემდეგ გეგმავენ. არჩევნების შედეგებზე აპელირება და არასასურველი შედეგის შემთხვევაში პოლიტიკური პროტესტის ტალღის აგორება, სხვა საუბრის თემაა…“ნაციონალებმა” რეგიონებში პარტიის კანდიდატების შერჩევის შიდა პროცესი უკვე დაიწყეს. პარტიაში არც იმას მალავენ, რომ წინასაარჩევნოდ ოდიოზური ფიგურების უკანა პლანზე გადაყვანასა და ახალი სახეების წამოტივტივებას გეგმავენ. მაგალითაც, ჩვენი საინფორმაციო წყაროს თქმით, რაც უფრო მოახლოვდება არჩვენები მით უფრო ნაკლებად გამოჩნდებიან საზოგადოების წინაშე ისეთი ფიგურები როგორებიცაა: გიგა ბოკერია, გივი თარგამაძე და ნუგზარ წიკალური. ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი პარტიის მუშაობას ჩამოშორდებიან, არამც და არამც, ისინი იქნებიან ავანგარდში, თუმცა საზოგადოება ზედამეტად არ შეეჩხირებიან თვალში.

რაც მთავარია, პარტიის ხელმძღვანელები ამტკიცებენ, რომ პარტიულ საქმიანობაში ამ ეტაპზე ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მასშტაბურად არ ერევა და მხოლოდ რამდენიმე ლიდერისთვის მიცემული რეკომენდაციებით შემოიფარგლება. რაც შეეხება კითხვას, სჭირდება თუ არა “ნაციონალურ მოძრაობას” ოდესის გუბერნატორის რჩევები და საერთოდ, ხომ არ გახდა სააკაშვილი პარტიის პოლიტიკური ტვირთი, ყოფილ სახელისუფლო გუნდში საკითხის ასე დასმა აბსოლუტურად ალოგიკურად მიაჩნიათ.

“ნაციონალები” მიიჩნევენ, რომ პარტიის თავმჯდომარე მსოფლიო ბრენდად იქცა, რომლის გარეშეც მათი პოლიტიკური მომავალი, უბრალოდ, წარმოუდგენელია.მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო რევანშისთვის ემზადება, ამაზე ისიც მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ამ დრომდე არ მიუღია უკრაინული მხარისგან ოფიციალური პასუხი, რომ ოდესის გუბერნატორმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარი გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებას ჯერ კიდევ ახერხებს. დიდი ალბათობით, სწორედ ამ ფანდის გამოყენებით მიხეილ სააკაშვილი აპირებს მომავალ არჩევნებში ჩართვას უკრაინიდან ან თუნდაც უფრო ახლოს, სარფის საზღვართან მოახლოებული…

mixeilsaakashvilimoqlaq

პრემიერის გამოსვლა გაეროში – შეფასებები (+ვიდეო)

ასე დაეცა სოხუმი (+ვიდეო)

ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის (1992-93) ბოლო, გადამწყვეტი ბრძოლა, რომელსაც შედეგად ქართველთა ერთ-ერთი უდიდესი დამარცხება მოჰყვასაქართველოს უახლეს ისტორიაში. კონფლიქტი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა მიმდინარეობდა ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის, რომელთაც ასევე უჭერდნენ მხარს ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებული მებრძოლები, კაზაკთა მილიციის შენაერთები და არაოფიციალურად,გუდაუთაში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის შენაერთი.

სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას წინ უძღოდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ, რომელიც სოჭში დაიდო 27 ივლისს ორ მხარეს შორის. შეთანხმება 16 სექტემბრამდე გაგრძელდა. ამ დღეს სეპარატისტებმა შეთანხმება დაარღვიეს და ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს სოხუმზე ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთის მისადგომებიდან. შეთანხმების მიხედვით, საქართველოს ამ დროისთვის მძიმე შეიარაღების დიდი ნაწილი კონფლიქტის ზონიდან უკვე გაყვანილი ჰყავდა. გააფრთებული ბრძოლები გრძელდებოდა 27 სექტემბრამდე, თუმცა მასიურ შეტევას სუსტი შეიარაღებით ქართულმა ნაწილებმა ვერ გაუძლეს და ქალაქი საბოლოოდ დაეცა.

ადგილობრივი მთავრობის წევრები, ჟიული შარტავა, გურამ გაბისკირია და რაულ ეშბა რომლებმაც გაქცევაზე უარი თქვეს, მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სრულ დამარცხებას რეგიონში ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა მოჰყვა. გადარჩენილი 250 000-ზე მეტი ეთნიკურად ქართველი, ბერძენი თუ სხვა უმცირესობები აფხაზეთიდან ლტოლვილ-დევნილი გახდა.

afxazeti_4160

Create a free website or blog at WordPress.com.

Up ↑